15 აპრილი 2021,   03:35
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტის ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში დააკავეს. 

გამოძიების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი".
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
 
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები