15 აპრილი 2021,   03:44
ვრცლად
21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

"21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა დაბლა - ვითვლით 7 ან 14-დღიან საშუალოს 100 000 მოსახლეზე და 11 იანვრიდან ეს პლატოზეა გადასული. 

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებით, ამიტომ, რაღაცის შემსუბუქება თუ მოხდება - აუცილებელია 2 კვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება და იმის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები