04 მარტი 2021,   22:34
ვრცლად
დაუგეგმავი შეხვედრა მთაში - რაჭაში გარეული ცხოველი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა

დაუგეგმავი შეხვედრა მთაში. რაჭის გზაზე მხარის ვიზიტორებმა დათვი შენიშნეს. გარეული ცხოველი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა.

ბუნაგიდან ნაადრევად გამოსული მურა დათვი ავტომაგისტრალზე გუშინ დააფიქსირეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა და ინტერნეტ-მომხმარებლების ყურადღებაც დაიმსახურა.

დღის ამბები