04 მარტი 2021,   22:18
ვრცლად
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რეგულაციების ერთბაშად გაუქმებას - სპეციალისტები ეტაპობრივ შემსუბუქებას ემხრობიან

სპეციალისტები შეზღუდვების ერთიანად მოხსნას დაუშვებლად მიიჩნევენ. ექიმების აზრით, თუ ყველა რეგულაცია ერთიანად მოიხსნა, ქვეყანა, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი, მესამე და უფრო მძიმე ტალღის საშიშროების წინაშე დადგეს.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დღეს ნომერ პირველი ამოცანაა მკაცრი მონიტორინგი პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და უმკაცრესი კონტროლის ფონზე დაიწყოს.

ეპიდვითარება ქვეყანაში დასტაბილურდა. დღეს 500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, თუმცა ისევ მაღალია დაღუპულთა რაოდენობა. კორონავირუსს ბოლო 24 საათში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები