04 მარტი 2021,   22:11
ვრცლად
"ცხელი გაზაფხული" და "მშვიდობიანი რევოლუცია" - რა სცენარს აანონსებს ოპოზიცია

"ცხელი გაზაფხული" და "მშვიდობიანი რევოლუცია" - რა სცენარს აანოსებს ოპოზიცის ნაწილი.

მამუკა ხაზარაძის შემდეგ, რომელიც ხელისუფლებას "ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს" ჰპირდება, ამჯერად მშვიდობიან, მაგრამ რევოლუციურ სცენარზე "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საუბრობს.

ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი ქუჩის გამოსვლებს დაიწყებენ, რომლის შედეგიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს.

პარტიების ნაწილისთვის ჯაფარიძის ბრძოლის მეთოდი მისაღებია, მეორე ნაწილი კი, სიტყვა რევოლუციის ნებისმიერ კონტექსტში გამოყენებას ემიჯნება. უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობას საზოგადოება არ მიიღებს. 

დღის ამბები