15 აპრილი 2021,   02:42
ვრცლად
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა - პაციენტის ყველა ახლო კონტაქტი იზოლირებულია

ახალ ზელანდიაში, საკარანტინო სივრცის გარეთ, ნოემბრის შემდეგ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. "ევრონიუსის" ცნობით, ინფიცირებული 56 წლის ქალია - ის ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიარა, თუმცა მას ვირუსი არ დაუფიქსირდა. სიმპტომები მას საკარანტინო სივრცის დატოვების შემდეგ გამოუვლინდა და ინფექცია ტესტმა დაადასტურა. 

პაციენტს 4 ახლო კონტაქტი ჰყავს, ყველა მათგანი იზოლირებულია. ასევე, ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 30-მდე დაწესებულება - მათ შორის კაფეები და მაღაზიები, რომელსაც ინფიცირებული ესტუმრა. 

ახალი ზელანდიაში, რომლის მოსახლეობა 5 მლნ-ა, ჯამში კორონავირუსის 2283 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 25 ადამიანი. შემთხვევების 71% ახალ ზელანდიაში იმპორტირებულია. 

მკაცრი ზომების გატარების შემდეგ, ქვეყანაში შიდა გავრცელება გასული წლის მაისში შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ინფექციამ კვლავ იჩინა თავი და აგვისტოში ქალაქ ოკლენდში ლოკდაუნი გამოცხადდა. მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო. 

დღის ამბები