15 აპრილი 2021,   06:02
ვრცლად
რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმი უნდა აამოქმედოს - ლიეტუვის საგარეო უწყება

რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს, – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისთვის "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების საკითხსაც.

დღის ამბები