04 მარტი 2021,   22:01
ვრცლად
სააკაშვილი თავის პარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვისთვის, 60 კაცს იმუნიტეტს აკარგვინებს და რევოლუციას მოუწოდებს - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ გააჩნია.

"ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული, ჩემი ამოცანაა, რომ გითხრათ, მე არაფერ შუაში არ ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. მე მინდა ვიყო პირნათელი და მე ამას ვეწინააღმდეგებოდი რაც მალე მოხდება ჩვენს ქვეყანაში.

ამ ქვეყანაში, მალე დაიწყება კრიზისი, რადგან ოპოზიციას არ გააჩნია გეგმა. მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვისთვის თან ისე, რომ რევოლუციას მოუწოდებს, თან 60 ადამიანს იმუნიტეტს აკარგვინებს, როგორ შეიძლება პარლამენტის წევრმა იმუნიტეტზე უარი თქვას, თუ რევოლუცია გვინდა,"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები