04 მარტი 2021,   23:18
ვრცლად
იაგოს ნათქვამი რომ ოპოზიციას არ ენდობა, პირდაპირი ნიჰილიზმის დათესვა და უნდობლობის გაჩენაა - სერგო ჩიხლაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიას ნათქვამი, რომ ოპოზიციას არ ენდობა, ნიჰილიზმის დანერგვის პირველი ნაბიჯია.

"მე კატეგორიულად არ დავეთანხმები იაგოს ნათქვამს, რომ ოპოზიციას არ უნდა ენდოს ეს არის პირდაპირი ნიჰილიზმის დათესვა და უნდობლობის გაჩენა ოპოზიციის ამომრჩეველში. რაც ნებით თუ უნებლიეთ ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს. 

პირდაპირ ვამბობ, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ოპოზიციის პოზიციებს. ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" რიტორიკას ემთხვევა სასწაულებრივად. 

გიორგი ვაშაძემ არაერთხელ ახსნა, რატომ არ შეხვდა. ოპოზიციურ პარტიებს გუშინაც გვქონდა შეხვედრები, ეს არ იყო საერთო შეხვედრები. ეს ჩვეულებრივ მიმდინარე პროცესია. 

ოპოზიციური ერთობიდან იაგო ხვიჩია და "გირჩი" არავის მოუკვეთია,"-აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ. 

დღის ამბები