06 მარტი 2021,   01:47
ვრცლად
რომის პაპი შიშობს, რომ შესაძლოა ჰოლოკოსტი კვლავ განმეორდეს

რომის პაპი შიშობს, რომ შესაძლოა, ჰოლოკოსტი კვლავ განმეორდეს, - ამის შესახებ პონტიფიკოსმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.

ფრანცისკემ დაჟინებით მოუწოდა ქვეყნებს არ დაუშვან ჰოლოკოსტის კაცობრიობის მეხსიერებიდან გაქრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ის კვლავ განმეორდეს. "განსაკუთრებით მაშინ, როცა გარკვეული ლიდერები ამბიციური იდეების გაჟღერებას იწყებენ" - განაცხადა პონტიფიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი ცერემონიები, რომლებზეც გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ, პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართება.

დღის ამბები