06 მარტი 2021,   02:31
ვრცლად
რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო ვაქცინაციაზე - ჯანმოს და კოვაქს პლატფორმის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

დღეს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები კენჭი პირველი მოსმენით უყარა. ცვლილება სახელმწიფოს მიერ COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ვაქცინის მწარმოებლებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პასუხისმგებლობის გადანაწილება მოითხოვა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება ერთ-ერთი ბოლო პირობაა, რომელიც საქართველომ ვაქცინის, რაც შეიძლება სწრაფ დროში მიღებისთვის უნდა შეასრულოს.

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

სესიაზე დეპუტატები ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის სკეპტიკურ განწყობასაც გამოეხმაურნენ. პარლამენტის წევრებმა იმუნიზაციის პროცესისადმი მოქალაქეების ნდობის გაზრდის მიზნით მძლავრი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის ინიციატივა გააჟღერეს.

ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები კენჭს მეორე და მესამე მოსმენით ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უყრიან. შესაბამისად პროექტს პარლამენტი ხვალვე დაამტკიცებს.

დღის ამბები