06 მარტი 2021,   03:18
ვრცლად
ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას - პრემიერის თქმით, ეკონომიკის გახსნა შესაძლოა დაგეგმილზე ადრე დაიწყოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დღეის მონაცემებით, შესაძლებელია იმის თქმა, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკის გახსნა დაიწყოს.

გახარიას თქმით, პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებებში უნდა აღდგეს სწავლა.

"აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. 

დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 000 აღებული ტესტიდან დადებითი არის მხოლოდ 723, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი ციფრია, თუმცა ის უკვე მიუახლოვდა 4%-ს. 4 პროცენტი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დავიწყოთ, ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მივცეთ ჩვენ ბავშვებს კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც ერთვის და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და სრულად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები