07 მარტი 2021,   06:42
ვრცლად
მარნეულში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი გარდაიცვალნენ - მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა - 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის ცოლი და სამი წლის ბავშვი. 

ამ დროისთვის, ტარდება ექსპერტიზა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. 

​​

დღის ამბები