07 მარტი 2021,   07:07
ვრცლად
შემზარავი დანაშაული კახეთში - 30 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ძალადობა ფეხმძიმე ქალის მიმართ, ასევე დანით მუქარა არასრუწლოვანი შვილების წინაშე - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ახალგაზრდა ქალმა პოლიციას მიმართა და დახმარება ითხოვა.

კახეთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 წლის მამაკაცი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების დროს გაირკვა, რომ პირი მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე სისტემატიურად ძალადობდა.

დაკავებული მამაკაცის მშობლებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ, მსხვერპლი ქალი კი დუმილს ამჯობინებს და ტელეკამერებთან არ ჩნდება.

დანაშაული და დაკავებული პირის ბრალი მას შემდეგ დამძიმდა, რაც გამომძიებლებმა მისი შვილები გამოკითხეს. ბავშვების მონათხრობმა გამოძიება უფრო მძიმე დანაშაულის კვალზე გაიყვანა.

მათ გამოძიებას უთხრეს, რომ მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ნათესავ გოგონასთან, რომლესაც სულ ეთამაშებოდა, რაც სამართალდამცველებისთვის საეჭვო გარემოება გახდა.

11 წლის ბავშვმა არ დამალა, რომ მამაკაცი თვეების განმავლობაში მასზე სექსუალურად ძალადობდა. მოძალადის მსხვერპლი ცოლის ნათესავია, რომელიც ბრალდებულის ოჯახს ხშირად სტუმრობდა. 

30 წლის მამაკაცს გამოძიება ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე ძალადობას ოჯახის წევრების მიმართ და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადოდ პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები