07 მარტი 2021,   07:21
ვრცლად
გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში - ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს 

"მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა. იოსელიანი სამთავრობო პროგრამას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში წარადგინა, "სადღეგრძელოს" უწოდებს. 

"სანამ შემოვიდოდი დარბაზში, შევეცადე გადამეხედა სამთავრობო პროგრამებისთვის, რომელიც მთელი ეს პერიოდი არის წარმოდგენილი თქვენი მთავრობის მიერ, წინა სხვა მთავრობების მიერ. თქვენ მიერ წარმოდგენილს ჰქვია "სამთავრობო პროგრამა ევროპული საქართველო მშენებლობისთვის", მანამდე ერქვა თავისუფალი სწრაფვა კეთილდღეობა. იქ გვაქვს კიდევ უსახელო პროგრამები 2019-20 წლის. მოკლედ, ამ დოკუმენტებს რომ ვკითხულობდი, ერთი რამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ უბრალოდ ქოფიფეისთით არის გადმოტანილი. 2016 წლის პროგრამა, რაც დევს თქვენს გვერდზე არის ყველაზე უფრო კიდევ ციფრებით და ადეკვატურად გაჯერებული დანაპირებით.

ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში...

ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების მანძილზე ?“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები