07 მარტი 2021,   06:01
ვრცლად
"ფაიზერი" იგვიანებს, "ასტრაზენეკა" ვადებში ეტევა - პრეპარატის მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოს დამატებითი მოთხოვნები წაუყენა

"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში დაგვიანებით შემოვა. პრეპარატის მწარმოებელმა კომპანიამ შეთანხმება შეცვალა და საქართვლოს დამატებითი მოთხოვნები წამოუყენა.

თარიღის გადაწევის მიზეზები და შესასრულებელი ვალდებულებებიც მიმდინარე კვირაში მხარეებს შორის დაგეგმილ სატელეფონო საუბრისას გაირკვევა.

სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ ვაქცინაციის გეგმა სისრულეში წლის ბოლომდე იქნება მოყვანილი. ეროვნული დოკუმენტის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 60 %-ის აცრა უნდა მოხდეს. ამისთვის კი 3 მლ 900 დოზაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველთვიურად 300 ათასი ვაქცინა უნდა გაკეთდეს.

ვაქცინის ეროვნული გეგმის პროგრამის არასწორად შედგენაზე საუბრობს გაეროში ჯანდაცვის ექსპერტი. გიორგი ფხაკაძის განცხადებით, არაეფექტურმა მენეჯმენტმა ქვეყანაში შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი მთლიანად ჩააგდოს.

დღის ამბები