09 მარტი 2021,   10:56
ვრცლად
პატივია ბრძოლა რომელშიც ჩვენ ვართ, ეს რეჟიმის დასასრულია - ნიკა მელია

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, სამართალდამცველების მობილიზებას და მისი დაკავების ოპერაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, პატივია ბრძოლა რომელშიც, ოპოზიცია იმყოფება, რადგან ასე "სრულდებიან რეჟიმები".

"ეს არის შემოსვლა, ეს არის გასვლა, ეს ხელისუფლება გავა არაფორმალური მმართველობიდან. ქართველი ხალხი ძალაუფლებას დაიბრუნებს. ესენი იმას ცდილობენ, რომ ხვალ რომ 20 ივნისის განმეორდეს ეს ხალხმა არ უნდა გააპროტესტოს. ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერი იმ ქვეყნის მოღალატე იქნებოდით, სადაც დაიბადებოდით და გაიზრდებოდით. ჩვენდა სამწუხაროდ კი, თქვენ საქართველოში დაიბადეთ და გაიზარდეთ. პატივია ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ჩვენ ვართ. 

თავისუფლებამოყვარულ ქართველ ხალხს, ვერც ერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა. ეს არის დასასრული რეჟიმის, ასე სრულდებიან რეჟიმები, ესენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, ენმ-ს ოფისთან ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო - პოლიციამ ნიკა მელიას ნახევარ საათიანი, გონივრული ვადა მისცა იმისათვის, რომ მან შენობა დატოვოს და პოლიციას ჩაბარდეს. 

დღის ამბები