09 მარტი 2021,   11:38
ვრცლად
დადასტურდა რომ სააკაშვილები, ბოკერიები, მელიები... ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცახადა, რომ ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ირაკლი ოქრუაშვილები და ნატო ჩხეიძეები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

"ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლისა და კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკა მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა სისხლის სამართლის ენაზე, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული. 

დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ირაკლი ოქრუაშვილები და ნატო ჩხეიძეები, ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. მადლობას ვუხდით, ვახტანგ გომელაურს და თოთოეულ პოლიციელს, რომლებმაც საკმაოდ რთული ოპერაცია განახორციელეს სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე," -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები