



ნაციონალური მოძრაობის ოფისში საკოორდინაციო შეხვედრა დასრულდა, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმებზე მსჯელობდნენ. მისი დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ხატია დეკანოიძემ.
მან მოქალაქეებს 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციას მისვლისკენ მიმდინარე მოვლენების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
"სამომავლო გეგმები, ეს იქნება მუდმივი პროტესტი, ჩვენ არ ვაპირებ არც ერთი წუთით დავიხიოთ უკან. დღეს ჩვენ 15:00 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან, იქნება ძალიან დიდი შეკრება. ჩვენ იქ დავააანონსებთ ძალიან დიდ შეკრებას, ახალი მანიფესტაცია, რომელიც ჩატარდება უახლოეს პერიოდში და დღეს გაგაცნობთ ამასთან დაკავშირებით გეგმებს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.