09 მარტი 2021,   10:51
ვრცლად
ხელისუფლებამ არა ერთი მოწოდების მიუხედავად, კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგია არ გაიზიარა - EMC

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

EMC მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის.

"სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა. დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 თებერვლის დილას, სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის ოფისში, ძალის გამოყენებით დააკავეს.

დღის ამბები