15 აპრილი 2021,   05:24
ვრცლად
14 გარდაცვლილი, 373 ახალი შემთხვევა და 542 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 270 510 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 542-მა ადამიანმა დაამარცხა  და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 264 589 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 14 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 499 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 34 933 კვლევა ტესტით ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 966, PCR ტესტით - 10 967.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,07%, ბოლო 14 დღის - 2,07%, ბოლო 7 დღის - 1,76%

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება - 332 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 481, ხოლო კლინიკურ სასტუმროში  -164.

დღის ამბები