18 აპრილი 2021,   22:38
ვრცლად
პოლიტიკური ელიტისთვის გამოწვევაა, დაცული იყოს დემოკრატიული სტანდარტები და დემოკრატია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას - ჯორჯ კენტი

ატლანტიკური საბჭოს ონლაინპლატფორმაზე, სიტყვით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ნება და ძალისხმევაა იმისათვის საჭირო, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

"არარეალურია მომავალი კვირების განმავლობაში მოველოდოთ დაიგეგმოს ვიზიტი ვაშინგტონიდან საქართველოში, თუმცა შეგვიძლია ძალიან მჭიდრო მუშაობა განვაგრძოთ ჩვენს ელჩებთან თბილისში. პუნქტები, რაც შარლ მიშელმა განიხილა, ფასილიტაციის პროცესის ნაწილიც იყო. თემები ცნობილია, საჭიროა პოლიტიკური ნება და ძალისხმევა ორივე მხრიდან. ჩვენ ძალიან აქტიური ელჩი გვყავს თბილისში, კელი დეგნანი. დემოკრატიული ნორმები არის ევროატლანტიკური საზოგადოების ფუნდამენტი. პოლიტიკური ელიტისთვის გამოწვევაა, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სტანდარტები და დაცული იყოს დემოკრატია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,"- აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი.

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ატლანტიკურმა საბჭომ ონლაინპლატფორმა დაუთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ასევე არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ვებინარში საკუთარი პოზიციები გამოხატეს ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტანტას პავილიონისმა, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. 

დღის ამბები