18 აპრილი 2021,   22:00
ვრცლად
ალექსეი ნავალნის გამო აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას რუსეთში მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდა. კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი და სიმეტრიული იქნება.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა. ეს შეეხო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, ასევე კრემლის შიდა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელს.

დღის ამბები