15 აპრილი 2021,   02:15
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა პარლამენტში უკვე დაინიცირდა - კენჭისყრა მაისში იგეგმება

საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა უკვე დააინიცირა, დღეს კი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას გულისხმობს.

ცვლილებებზე მსჯელობისთვის პარლამენტში ორთვიანი ვადაა გათვალისწინებული. კენჭისყრა მაისში იგეგმება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები "მოქალაქეებსა" და მმართველ გუნდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდა.

დღის ამბები