15 აპრილი 2021,   04:07
ვრცლად
აქცია, პროტესტი, ეს ადამიანების უფლებაა, თუმცა კანონის ნორმებს არ უნდა დაუპირისპირდნენ - უმრავლესობა ოპოზიციის აქციებზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას ქუჩის აქციებთან დაკავშირებით უმრავლესობაში ეხმაურებიან.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროტესტი არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარეები დიალოგისთვის უნდა ემზადებოდნენ.

ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ოპონენტების მხრიდან პროტესტის მოდიფიცირება არაფერს ცვლის, თუ ისინი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმის ენით საუბარს კვლავ გააგრძელებენ.

"აქცია, პროტესტი, ეს ადამიანების უფლებაა. მათ შეუძლიათ განახორციელონ ეს უფლება სრულიად თავისუფლად. ერთადერთი ჩარჩო საამისოდ დაწესებულია - მოქმედი კანონის ნორმებს არ უნდა დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება მოსალაპარაკებელ საკითხებს, ნამდვილად ვისურვებდი, რომ მეტი კონსტრუქციულობა შეინიშნებოდეს ოპოზიციის განწყობაში," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

"ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური პროცესები რაღაც არქაულ ფორმაში გადაიყვანეს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებს გააჩნია," - აღნიშნა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ

დღის ამბები