15 აპრილი 2021,   03:57
ვრცლად
ერევანში პროტესტი გრძელდება - სომხეთის დედაქალაქი კარვების ქალაქად იქცა

ერევანში პროტესტი გრძელდება. სომხეთის დედაქალაქი კარვების ქალაქად იქცა, ისევ გადაკეტილია მთავარი გამზირი. ოპოზიციის ლიდერები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ პროტესტი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომამდე არ შეწყდება.

აქციის მონაწილეები ახლა პრეზიდენტს ელოდებიან, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მიმართავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გენშტაბს გადადგომასთან დაკავშირებით. ოპოზიცია დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას არ გეგმავს, დიდი შეკრება შაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში მას შემდეგ გახდა მასშტაბური, რაც ფაშინიანმა ქვეყნის პირველი გენერლის გადაყენება გადაწყვიტა, მანამდე კი პროტესტი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მოჰყვა.

დღის ამბები