15 აპრილი 2021,   03:03
ვრცლად
133 ახალი შემთხვევა, 276 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი- კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 271 872 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 276-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 266 081 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 12 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 553 - გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 10 678 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 456 , PCR ტესტით - 5 222.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური-1,25%, ბოლო 14 დღის-1,65%, ბოლო 7 დღის - 1,25%.

დღის ამბები