18 აპრილი 2021,   22:18
ვრცლად
არქიტექტორთა კავშირში მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვა დასრულდა

არქიტექტორთა კავშირში მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა დასრულდა. ინფორმაცია პროფესიული წრეების წარმომადგენლებს ამხანაგობა "აქოლისმა" მიაწოდა.

შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, რომლის თქმით, გენგეგმის მომზადებაში ჩართულია არაერთი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე, იუნესკო, ხოლო მონიტორინგის მიზნით შექმნილია ორი საბჭო - ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი.

მცხეთის გენგეგმის შემუშავებას ქალაქის მცხოვრებლები და ბიზნესი 2015 წლიდან ელოდებიან.

დღის ამბები