18 აპრილი 2021,   22:21
ვრცლად
სქესობრივი განათლება იცავს ჩვენს შვილებს ძალადობისგან - მაია ჩიტაია

ქალთა მოძრაობის წევრმა მაია ჩიტაიამ "დღის კურიერის" ეთერში ბავშვებში სქესობრივი აღზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ასეთი აღზრდა ბავშვებს იცავს სქესობრივი ძალადობისგან, რადგან შედეგად, ისინი, მსგავსი ქცევის ამოცნობას შეძლებენ.

"როდესაც მიდგება სქესობრივ განათლებაზე საქმე, მომენტალურად თავს წამოყოფენ რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც მორალზე მიგვითითებენ. სინამდვილეში, სქესობრივი განათლება იცავს ჩვენს შვილებს ინფორმაციის მიცემის თვალსაზრისით, რომ მათ სწრაფად მოახდინონ  ამოცნობა, თუ სად არის მათი ინტიმური ზონები, სად გადის წითელი ზღვარი, როდესაც ჩვენ ბავშვებს არ უნდა შევეხოთ ინტიმურ ზონაში. ეს, სხვათა შორის, მშობლების და ბავშვების პრობლემაც არის, მშობლებსაც კი არ აქვთ უფლება, რომ გარკვეული წითელი ხაზები გადალახონ თავიანთ შვილებთან ურთიერთობისას.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს, პირველ რიგში, ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება მათ სახელი დაარქვან, რომ ეს არის ძალადობა, რადგან ძალადობა არ არის მხოლოდ ტანზე ფიზიკური ნიშნების წარმოჩენა და მეორეს მხრივ, მშობლებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მათი შვილის ხასიათის ცვალებადობით, ან მისი ჩაკეტილობით, ხატვის მანერით და ა.შ. ამოიცნოს, რომ შესაძლოა, მისი შვილი იყოს ძალადობის მსხვერპლი,"-განაცხადა მაია ჩიტაიამ. 

დღის ამბები