18 აპრილი 2021,   21:58
ვრცლად
დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ პლებისციტი უნდათ თუ არა - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი. 

"ყოველდღე ვხედავთ, როგორი დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, პლებისციტი უნდათ თუ არა. ჩვენ ყველაზე მკაფიო ოპოზიციის ლიდერის ნათქვამიდან დავინახეთ, რომ პლებისციტი არ არის ოპოზიციის მოთხოვნა და თითქოს ეს ჩვენ მიერ თავს მოხვეულია ოპოზიციისთვის. მათი პოზიცია არ არის მკაფიო და გასაგები. თუ შეთანხმდებიან, რომ პლებისციტი არის საჭირო და თურმე მიშა სააკაშვილი ცდებოდა და იტყუებოდა, ამაზე ჯერ შეთანხმდნენ და მერე ვილაპარაკოთ. ამასთან, თუკი პლებისციტმა მათთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, მიიღებენ ამ შედეგებს თუ მერე თავიდან დაიწყებენ, რომ ეს პლებისციტი ვითომ გაყალბდა. რისთვის, რომ ვიღაცის ბავშვური ჟინიანობა დავაკმაყოფილოთ?"- განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები