18 აპრილი 2021,   21:29
ვრცლად
პოტენციურ ადრეულ არჩევნებს ავტომატურად გულისხმობს ჩვენი წინადადება, შედეგების გადამოწმება - სოზარ სუბარი   

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი საუბრობს  6 პუნქტიანი გეგმის შესახებ, სადაც ერთ-ერთი პოტენციურ ადრეულ არჩევნებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობს. 

სოზარ სუბარი მოუწოდებს ოპონენტებს, უარი თქვან იმ იდეაზე, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. 

"აქ წერია, რომ პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. დიახ, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია და იმედია, თვითონაც ემზადებიან და უარი უნდა თქვან იმ ძალიან არასერიოზულ იდეებზე, ზოგიერთი პარტია რასაც აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. პოტენციურ ადრეულ არჩევნებს ავტომატურად გულისხმობს ჩვენი წინადადება, ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არჩევნების შედეგები გადავამოწმოთ პარლამენტში შექმნილი საარჩევნო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდეგ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პასუხი პოტენციურ ადრეულ არჩევნებზე," - ამბობს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები