18 აპრილი 2021,   21:00
ვრცლად
ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არის - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, მმართველი გუნდი 2 კვირაში ბრიუსელში კონკრეტული 6 პუნქტიანი გეგმით ჩადის. 

სოზარ სუბარმა განმარტა, რომ არსებობს პუნქტები, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგება, ასეთია პოლიტპატიმრების თემა. 

"ჩვენ ორ კვირაში ბრიუსელში 6 პუნქტიანი გეგმით მივდივართ, პირველი არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში შემუშავებულია მოდელი, რაშიც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. 

მეორე არის კანონის უზენაესობა, ესეც ითხოვს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ეს რეფორმა არ შეჩერებულა, ეს რეფორმა მიდის. მაგიდასთან დასხდომას მოიაზრებს ეს და მაგიდასთან უნდა მოვიდეს ოპოზიცია.

მესამე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები, რაზეც დათანხმება შეუძლებელია, რადგან არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს.

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის ექვსი პუნქტი. ექვსიდან ხუთ პუნქტზე მიდის მოლაპარაკებები. მეექვსე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზეც დათანხმება არის შეუძლებელი,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები