18 აპრილი 2021,   22:16
ვრცლად
Pfizer და AstraZeneca- თარიღი დასახელებულია - ვისთვის არის განკუთვნილი პირველი პარტია და როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია

თარიღი დასახელებულია - მარტის ბოლო. ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დღეს ბოლო დეტალები დაზუსტდა. საქართველომ ფორმალური პროცედურები კომპანია "ფაიზერთან" და "ასტრაზენეკასთან" გაიარა.

პირობების დაზუსტებისა და შეთანხმების შედეგად, ქვეყანა "ფაიზერის" ვაქცინის 29, 250 დოზას 22 მარტიდან მიიღებს, დროის ამ მონაკვეთში საქართველოსთვის საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდება "ასტრაზენეკას" 129, 600 დოზა პრეპარატი.

ვაქცინის პირველი დოზები მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნება. ქვეყანაში იგეგმება შემდეგი დოზების შემოტანა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის იმუნიზაციას მოიცავს. პროცესისთვის მზად არის კლინიკური სექტორიც. მედიკოსები წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას გეგმავენ.

კორონავირუსის გართულებების გათვალისწინებით, იმუნიზაციის პროცესისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სპეციალისტები.

სტაბილური ეპიდვითარების ფონზე და იმუნიზაციის დაწყების მოლოდინში სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ. ინფექციონისტები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და რეგულაციების დაცვა 21-ე საუკუნის პანდემიის გარდამტეხია.

დღის ამბები