18 აპრილი 2021,   23:55
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმისთვის 41 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის 41 წლის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით,
ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი სანადირო თოფით შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე ესროლა, დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები