19 აპრილი 2021,   00:11
ვრცლად
იმედები, რომ ეუთო/ოდირი მიანიშნებდა ოდნავ მაინც იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს იმედები არ გამართლდა - გია ვოლსკი 

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. როგორც გია ვოლსკი ამბობს, ოპონენტების იმედები არ გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირი მცირედით მიანც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 

"ეუთო/ოდირის განცხადებასთან დაკავშირებით ეს საბოლოოა. შედეგები დაზუსტებულია, ის იმედები, რომ ეუთო/ოდირი რაიმე შენიშვნას მისცემდა და მიანიშნებდა ოდნავ მაინც იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს იმედები არ გამართლდა. რასაკვირველია, ასეთ პირობებში უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის  მექანიზმის გამოყენება,“ - ამბობს გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები