23 აპრილი 2021,   15:44
ვრცლად
რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ორგანიზმზე - ქვეყანაში პოსტკოვიდური კვლევები იწყება

საქართველოში ახალი კვლევა იწყება. 500 კოვიდგადატანილ პაციენტს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან. კვლევამ რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოს - რამდენ პაციენტს აღმოაჩნდება პოსტკოვიდური სინდრომი, რა კვალს ტოვებს ინფექცია ადამიანის ორგანიზმზე, რამდენია გართულებების პროცენტული მაჩვენებელი და ასაკობრივი ზღვარი.

კოვიდგადატანილი პაციენტების სრული სია შემთხვევითობის პრინციპით თენგიზ ცერცვაძის გუნდმა უკვე შეადგინა. შერჩეულ 500 პაციენტს 3 თვის განმავლობაში დააკვირდებიან. 

კოვიდ-19 მხოლოდ ფილტვების ინფექცია არ არის. ვირუსი აზიანებს თავის ტვინს. ხშირია ქრონიკული დავადებების და შინაგანი ორგანოების გართულების ფაქტები. არის გარდაცვალების შემთხვევებიც. პრობლემები გამოჯანმრთელებიდან 2-3 თვეში ვლინდება. 

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მძიმე პაციენტების 10-15% -ს გამოჯანმრთელების შემდეგ გართულებები ეწყებათ. მედიკოსი საქართველოში ფართომასშტაბიან, სრულფასოვან სამედიცინო ხელმისაწვდომობაზე საუბრობს.

გაეროში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონაგადატანილი პაციენტების კვლევის მომხრეა, თუმცა პრიორიტეტების განსაზღვრაზე საუბრობს.

კორონაგადატანილი პაციენტების კვლევა 9 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე დაიწყება. თბილისში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს, რეაბილიტაციას ბორჯომში და აბასთუმანში გაივლიან.

დღის ამბები