19 აპრილი 2021,   20:50
ვრცლად
"ათასი მშობლის მარში" - მსვლელობა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს

ათასი მშობლის მარში - მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება.

ქალთა მოძრაობის მიერ დაორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მსურველები ზუსტად ერთი საათის წინ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი არასრულწლოვნებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ და მთავრობას კონკრეტული წინადადებით მიმართავენ.

მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება. "ათასი მშობლის მარშს" რეგიონებშიც შეუერთდნენ და აქცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად იმართება.
 

დღის ამბები