23 აპრილი 2021,   16:06
ვრცლად
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. 71-ე ბერლინალეს ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის რუმინელი რეჟისორის, რადუ ჟუდეს ფილმს გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინალეს საკონკურსო პროგრამის მთავარ გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდა, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა კინოკრიტიკოსთა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და უფრო მეტიც, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია "ფიპრესმა" მთავარი ჯილდო ალექსანდრე კობერიძის ფილმს “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” გადასცა.

ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მას არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ მნიშვნელოვანი რეცენზიები მიუძღვნა.

კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი წელს პირველად მოხვდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები