17 აპრილი 2021,   08:50
ვრცლად
2 ბიძაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი 29 წლის მამაკაცი დააკავეს

იმერეთში ძმების მკვლელობისთვის პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება.

მკვლელობა სოფელ რიონში გუშინ მოხდა. 40 წლამდე მამაკაცები სანადირო თოფიდან გასროლით არიან მოკლულნი. ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი - ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი სახელდება. თუმცა სოფელ რიონში იმასაც ამბობენ, რომ ნათესავებსა და მეზობლებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ.

დღის ამბები