17 აპრილი 2021,   09:14
ვრცლად
ჩინური ვაქცინები ხელწამოსაკრავი არაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჩინურ ვაქცინას აქვს დაახლოებით 40 ქვეყნის ავტორიზაცია და ელოდება ჯანმოს ავტორიზაციასაც. როგორც ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ჩინური ვაქცინები საკმაოდ წარმატებით გამოიყენებოდა აქამდეც და ის ხელწამოსაკრავი ხარისხის არაა:

"ჩინურ ვაქცინას აქვს ძალიან ბევრი ავტორიზაცია დაახლოებით 40 ქვეყნის, ქვეყანაში არსებობს ე.წ. მკაცრი მარეგულირებლები და ესენი არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ისრაელი და რამდენიმე ასეთი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ჩვენს კანონმდებლობაში, რომ ჩვენ ვაღიარებთ, ამ მკაცრი მარეგულირებლების მიერ ავტორიზებულ წამლებს და ვაქცინებს პირდაპირ და შეგვიძლია ქვეყანაში შემოტანა, მით უმეტეს, თუ ისინი არიან ავტორიზირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან ევროპის წამლის სააგენტოს მიერ.

ვაქცინებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ასევე ჩანაწერი, რომ ბავშვების კალენდარული აცრისთვის რა ვაქცინებიც შემოგვაქვს, ისინი ყველა არის ჯანმოს მიერ ავტორიზებული, უფრო სწორად, პრეკვალიფიცირებული, ეს კიდევ უფრო მაღალი თამასაა. ამჟამად არსებულ კოვიდვაქცინებს პრეკვალიფიკაცია არც ერთს არ აქვს, მათ აქვთ ე.წ. დროებითი ავტორიზაცია გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენებისთვის, იმიტომ, რომ დღეს გვაქვს გადაუდებელი მდგომარეობა - პანდემია.  პრეკვალიფიკაციას კი სჭირდება წლები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზებული აქვს მხოლოდ ასტრაზენეკა და ფაიზერი. მოდერნა, ჩინური ვაქცინა, ჯონსონ&ჯონსონი და კიდევ რამდენიმე ელოდება.

ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიოტექნოლოგიური სახელმწიფო, ჩინეთს აქვს კოვიდსაწინააღმდეგო 5 ვაქცინა, ჩინეთს აქვს ძალიან ბევრი ვაქცინა, დაახლოებით 7-8 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ოღონდ სხვა ვაქცინები. ჩინური ვაქცინები ასეთი ხელწამოსაკრავი არაა, ჩვენ გამოგვიყენებია, მაგალითად, ერთ-ერთი დიდი მიღწევაა, რომ 2015-დან 2018 წლამდე ცოფი არ გვქონდა ქვეყანაში და ჩინური ვაქცინა მშვენივრად მუშაობდა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები