18 აპრილი 2021,   22:00
ვრცლად
გაამართლებს თუ არა ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა - ექსპერტების ნაწილი მთავრობას სტრატეგიას უწუნებს

ფასები, უმუშევრობა და ლარის კურსი - მსოფლიო პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მოსახლეობა COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად, ხელისუფლებისგან მოქნილ ანტიკრიზისულ ქმედებებს ითხოვს.

ინფლაციური პროცესებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების დასაძლევად პრემიერი რეფორმების საბჭოს ქმნის. უწყებათაშორისმა ორგანომ ორ თვეში ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველადი პროექტი უნდა წარადგინოს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ადგილობრივი წარმოების წახალისება და ჰიდრორესურსების ათვისება - არ არის გამორიცხული, მთავრობა ამ პრიორიტეტებით წავიდეს.

მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ ანტიკრიზისულ სტრატეგიას არაერთგვაროვნად აფასებენ ექსპერტები. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა COVID-19-ის მიერ მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად არა 10 წლიან, არამედ მოკლევადიან, ეფექტურ გეგმებზე უნდა მუშაობდეს. 

განსხვავებულია ეკონომისტთა მეორე ნაწილის მოსაზრება. ანალიტიკოსების თქმით, მოქმედ ხელისუფლებას მაღალი საგარეო ვალი, არასახარბიელო საინვესტიციო გარემო, ეკონომიკის შემცირება და ინფლაციური პროცესები მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებებისგან ერგო, რაც კოვიდპანდემიის პარალელურად, მთავრობისგან ადეკვატურ და მასშტაბურ მოქმედებებს ითხოვს.

დღის ამბები