17 აპრილი 2021,   08:48
ვრცლად
ქართველმა კაცმა დაიძახა "ჰაიტ" და გაშალა სუფრა, არ გვეყო სიბრძნე, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეგვეფერებინა - ჯონი ჯანაშია

ექიმი ჯონი ჯანაშია ეპიდსიტუაციის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეებს, ასევე მაკონტროლებელ ორგანოებს აკისრებს. "ღამის კურიერში" სტუმრობისას, ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მოქალქეებს არ ეყოთ სიბრძნე შეენარჩუნებინათ შუალედური ეპიდვითარება.

"როგორ შეიძლება ადამიანს გაგიხარდეს შეზღუდვების შემოღება, ამ დროს ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ მარწუხებში ექცევიან, მაგრამ ეტყობა ჩვენ ქართველებს არ გვეყო შესაბამისი სიბრძნე, რომ შეგვეფერებინა ის შუალედური მდგომარეობა, რომლის დროსაც კლება იყო გარდაცვლილთა რაოდენობამ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამ წარმოქმა ახალი კლასტერები - ისევ და ისევ ქართული თავდავიყება, ქართული სუფრები. ეს არის მოქალაქეების პასუხისმგებლობა. როდესაც ეს შეზღუდვები დაწესდა, უკვე დაიწყო კლება, შემდეგ ერთგვარი პლატო ჩამოყალიბდა, რომ უკვე აღარ ხდებოდა მატება, მაგრამ ქართველმა კაცმა მაინც "ჰაიტ" დაიძახა თავისებურად, გაშალა სუფრა, გაშალა ხელები, ყოველგვარ შეზღუდვას ზურგი აქცია. სამწუხაროდ აქ მაკონტროლებელსაც გარკვეული ბრალი მიუძღვის, იმიტომ რომ რამდენჯერ მეტროში ჩავედი, არავინ არ გაუკონტროლებიათ, ეკეთათ თუ არა პირბადე იყო, ცხვირბადე თუ ნიკაპბადე," - განაცხადა ჯანაშიამ.

დღის ამბები