17 აპრილი 2021,   10:09
ვრცლად
ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია პოლიტიკოსის ოჯახის წევრებმა "რუსთავი 2"-ს დაუდასტურეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ინტოქსიკაციაა. იგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახის წევრები კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავენ. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, კლინიკის ექიმი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.  

"რუსთავი 2" ასევე ესაუბრა კლინიკის პრესამსახურს. პრესსამსახურმა რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და თუ რას უკავშირდება მისი სავარაუდო ინტოქსიკაცია.

დღის ამბები