17 აპრილი 2021,   09:40
ვრცლად
არ ვარ ჩამშვები, მაგრამ ბევრი ვიცი ვინც ღამით ხსნის რესტორანს - ასმათ ტყაბლაძე

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე აცხადებს, რომ რეგულაციები აუცილებელია. ამასთან, მისი თქმით, ღამით გადაადგილების უფლების შეზღუდვა სარესტორნო ბიზნესის ფუნქციონირებას ხელს უშლის და უმჯობესი იქნება სახელმწიფომ ე.წ. კომენდანტის საათი დროში შეამციროს. 

"რეგულაციები აუცილებელია. როგორ შეიძლება, რომ მეტროში ჩახუტებულები დგანან, მაგრამ 9 საათზე რომ კეტავ, რატომ მეუბნები გახსენი ბარი და რესტორანიო? ეს იმას ნიშნავს, რომ 8-ის ნახევარზე უნდა დავკეტო, სამ საათიანი რესტორანი რომელი მუშაობს? ამიტომ, რას შვრებიან იცით? მე არ ვარ გამყიდველი და ჩამშვები, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ღამით ხსნის და აღარ იციან რა ქნან. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა გადაწიოს 9 საათის მერე გადაადგილების შეზღუდვა,"- აცხადებს ამათ ტყაბლაძე. 

დღის ამბები