17 აპრილი 2021,   10:28
ვრცლად
წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, მალე გამოვალ - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე,"- წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკზე.

ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" ცოტა ხნის წინ მოათავსეს.

დღის ამბები