17 აპრილი 2021,   08:59
ვრცლად
ბევრი გადაწყვეტილება უკვე შევთავაზეთ, რაც ძალიან ბევრ თუნდაც ლეგიტიმურ შიშს პასუხობს და დღის წესრიგიდან ხსნის - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით არსებობს როგორც ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც ხელისუფლება კონკრეტული პასუხებით და გადაწყვეტილებებით პასუხობს, ასევე სხვადასხვა ძალის მიერ ინსპირირებული კრიტიკა და ცრუ ინფორმაციაც:

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ დიდი პროექტია და ამას იმსახურებს. თუმცა ამ ეტაპზე გაძლიერებული კომუნიკაციის შემდეგ ძალიან ბევრი კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე შევთავაზეთ და გავახმოვანეთ, რაც ძალიან ბევრ თუნდაც ლეგიტიმურ შიშს პასუხობს და დღის წესრიგიდან ხსნის, ახლა სიმართლე გითხრათ მეჩვენება, რომ რაღაცა მასირებული შეტევა მიდის ამ პროექტზე და პრემიერ მინისტრმაც ბრძანა, რომ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ გულწრფელი კითხვები და წუხილები და ისეთი ტიპის კრიტიკა, რომელიც არაა გულწრფელი და შეიძლება იყოს სხვადასხვა ძალის მიერ ინსპირირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რამდენი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება მათ შორის სამწუხაროდ ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ "ღამის კურიერში", მისი თქმით, ხელისუფლებამ გახსნა ყველა ის თემა რომელიც კითხვებს იწვევდა, მათ შორის დროებით შეჩერდა კაშხლის მშენებლობაც. ამჟამად კი ადგილზე მხოლოდ გზის, ხიდების და მიმდებარე ინფრასტურქტურის მშენებლობა მიდის.

 

 

დღის ამბები