23 ივნისი 2021,   06:35
ვრცლად
ხმაური აფხაზეთის მთავრობის შენობასთან - "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები შენობაში შეჭრას ცდილობენ, არიან დაკავებულები

ხმაური და დაპირისპირება აფხაზეთის მთავრობის შენობასთან - დაკავებულია რამდენიმე პირი. "მოძრაობა საქართველოსთვის" მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს.

მათი განცხადებით, ენგურთან ტრაგედია არ მოხდებოდა, რომ არა სავალდებულო კარანტინი. აქციის მონაწილეების ნაწილმა შენობაში შესვლა სცადა, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოყვა.

"განსაკუთრებით აგრესიულია პოლიცია. წიხლებს მირტყამდნენ, თითებს მიმტვრევდნენ, შენობაში შესვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. ეს არის მილიცია და მეტი არაფერი," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაკავებისას.

დღის ამბები