13 ივნისი 2021,   14:43
ვრცლად
ხმაური და ხალხმრავლობაა გუმათში - კომპანია "ენკას" ოფისთან პოლიციაა მობილიზებული

ხმაური და ხალხმრავლობაა გუმათში, კომპანია "ენკას" ოფისთან,  სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ. 

"მონები" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი  სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, არ აჰყვნენ პროვოკაციას.

გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობენ, აქციის მონაწილეები წამოაგონ პროვოკაციაზე.

დღის ამბები