25 ივნისი 2021,   08:19
ვრცლად
Amazon-ის სერვერების აფეთქების მცდელობისთვის FBI-მ 28 წლის მამაკაცი დააკავა

Amazon​-ის მონაცემების დამუშავების ცენტრის აფეთქების სავარაუდო მცდელობისთვის FBI-მ მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას BBC ავცრელებს.

28 წლის სეტ აარონ პენდლი მას შემდეგ დაიჭირეს, როდესაც მან FBI-ის ფარული აგენტისგან ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო.

დაკავებული FBI-ის ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც უწყებას ინკოგნიტო წყარომ სავარაუდო დამნაშავის ინტერნეტმიმოწერა გადასცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლის მამაკაცს 20 წლიანი პატიმრობა ელის. 

გამოძიების ვერსიით, დაკავებულის მიზანი Amazon-ის მთავარი სერვერის დაზიანება იყო. ის თვლიდა, რომ არსებობს 24 შენობა, რომელიც ინტერნეტის 70%-ს მართავს და მათში CIA-ს და FBI-ის სერვისებიც მოიაზრება. 

Amazon Web Services (AWS) რეალურად ნამდვილად ფლობს მნიშვნელოვან რესურსს თანამედროვე ინტერნეტსამყაროში და ათავსებს და ამუშავებს ძალიან ბევრი პოპულარული ინტერნეტსაიტის ინფორმაციას ქსელში. შსაბამისად, მისი სერვერების წყობიდან გამოყვანა მილიონობით ინტერნეტმომხმარებელს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

დღის ამბები