25 ივნისი 2021,   06:42
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დაიწყო. სასამართლოს პროცესს ნიკა მელია ესწრება.

დღეს სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს. 

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.

ენმ-ს ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

დღის ამბები